22 ივნისი 2026,   08:51
ვრცლად
თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და ასაფრენ ბილიკზე ამოტრიალდა - შემთხვევა კანადაში მოხდა

Delta-ს ავიახაზების თვითმფრინავი, კანადაში, ტორონტოს "პირსონის საერთაშორისო აეროპორტში" ავარიულად დაეშვა და საფრენ ბილიკზე ამოტრიალდა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების რეგიონული სააგენტოს ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაურკვეველია, რამ გამოიწვია სახიფათო ინციდენტი, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ტორონტოში ორშაბათს შუადღისას ძლიერ ქარი იყო, რომლის სიჩქარე საათში 65 კმ-ს აღწევდა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო-კადრები მედიაში გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავის ამოტრიალება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

დღის ამბები