უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ხვალ საუდის არაბეთში გაიმართება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი.
ამერიკის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ უკრაინა მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. ზელენსკი, მეუღლესთან ერთად, აბუ-დაბიშია. რუსულ დელეგაციას "ინვესტიციების ფონდის" ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი უხელმძღვანელებს, ჯგუფის წევრების ვინაობა ოფიციალურად უცნობია, თუმცა "ბლუმბერგი" ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან სერგეი ლავროვი, პუტინის თანაშემწე სერგეი უშაკოვი და საგარეო დაზვერვის შეფი სერგეი ნარიშკინი. შუამავლის ფუნქციას საუდის არაბეთი შეასრულებს.
"ჩვენ წინ მივიწევთ, ვცდილობთ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობას მივაღწიოთ, ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ეს ის ომია, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. ზელენსკი ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. მე ვფიქრობ, პუტინს ბრძოლის შეწყვეტა უნდა, მე ეს მესმის. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გაცილებით ვსაუბრობდით. მოგეხსენებათ, მათ დიდი და ძლევამოსილი მანქანა ჰყავთ, ჰიტლერი და ნაპოლეონი დაამარცხეს, დიდი ხნის განმავლობაში ომობდნენ. ამას ადრე აკეთებდნენ და ვფიქრობ, პუტინს ახლა ბრძოლის შეწყვეტა სურს, უნდა, რომ შეჩერდეს, მასთან ეს საკითხი დავსვი, იმიტომ, რომ თუ მას გაგრძელება მოუნდება, ეს ჩვენთვის დიდ პრობლემას შექმნის, ეს ჩემთვის პირადად დიდ პრობლემას შექმნიდა, რადგან ამას ვერ დავუშვებთ. ჩემი აზრით, მას უნდა ამას სწრაფად მოეღოს ბოლო, ზელენსკისაც უნდა ომის დასრულება. ჩვენი შეხვედრის დრო განსაზღვრული არ არის, თუმცა ეს შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხდეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.