"ჰამასი" აცხადებს, რომ ხვალ სამ ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს. მედია წერს, რომ მათი ვინაობა დღეს გასაჯაროვდება. ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა კაიროში შეხვედრა გამართეს ეგვიპტისა და კატარის შუამავლებთან, მათ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობები განიხილეს.
10 თებერვალს "ჰამასმა" ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და მძევლების გადაცემის პროცესის შეჩერება გამოაცხადა, რასაც ისრაელმა შეთანხმების უხეში დარღვევა უწოდა.