22 ივნისი 2026,   15:40
ვრცლად
საფრანგეთის ქალაქ გრენობლის ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარა აფეთქდა

საფრანგეთის ქალაქ გრენობლის ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პირის ვინაობა, რომელმაც ხელყუმბარა ისროლა და ადგილიდან მიიმალა, ამ დრომდე უცნობია. უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივიც.

საფრანგეთის პროკურატურა არ გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას. გამომძიებლები ასევე ვარაუდობენ, რომ შემთხვევა, შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს.

დღის ამბები