22 ივნისი 2026,   15:40
ვრცლად
მიუნხენში ავტომობილი მოქალაქეების ჯგუფს შეეჯახა - დაშავდა 15 ადამიანი

გერმანიაში, მიუნხენში ავტომობილი მოქალაქეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას BBC გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინციდენტი იმ ადგილას მოხდა, სადაც სატრანსპორტო პროფკავშირები აქციას მართავდნენ.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ავარიის შემდეგ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მედიის ცნობით, აღსანიშნავია, რომ შემთხვევა მიუნხენში მსოფლიო ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები უნდა შეიკრიბონ, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

დღის ამბები