სამგორში უფუნქციო ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.