22 ივნისი 2026,   17:33
ვრცლად
"აშშ-ის თავდაცვის მდივნის ხედვა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი ამერიკულ პოლიტიკაში - ევროკავშირი ფულის გადამხდელია და არა მოთამაშე" - რიკარდ იოზვიაკი

 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ხედვა უკრაინის ჩრდილოეტლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი მოვლენა ამერიკულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი სოციალურ ქსელში წერს.

რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი უფრო ფულის გადამხდელია, ვიდრე - მოთამაშე.

"ორი რამ გუშინდლის შემდეგ: ჰეგსეტის ხედვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი ამერიკულ პოლიტიკაში. გაიხსენეთ, რომ ზუსტად ვაშინგტონმა 2023 და 2024 წლებში უკრაინას უარი უთხრა წევრობის მკაფიო გეგმის მინიჭებაზე. ევროკავშირი ფულის გადამხდელია და არა მოთამაშე. როგორც ყოველთვის. ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ბრიუსელში ამას ყველა ეთანხმება", - წერს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების იდეას არარეალისტური უწოდა.

დღის ამბები