თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. მთავარი თემა იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი კომპანიების გეგმები და გამოწვევები.
შეხვედრას ყაზახეთის საპატიო კონსულები, ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი და ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნეს კომპანიები ესწრებოდნენ.
"კომპანია "ეარ ასტანა" აქ 10 წელზე მეტია მუშაობს, ამბიციური გეგმები გვაქვს - პანდემიის პერიოდის დასრულების შემდეგ დავიწყეთ ფრენები ალმატიდან და ასტანიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით. ასევე, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი შვილობილი კომპანიის, "ფლაი არისტანის" რეისები ქუთაისში ყაზახეთის ხუთი ქალაქიდან. საერთო ჯამში, ამ ზაფხულს, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, კვირაში 21 რეისის შესრულებას ვგეგმავთ", - აცხადებს Air Astana-ს რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კამილა ჟაილაბაიევა.