22 ივნისი 2026,   17:32
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ტრამპის შუამავლობით მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყება, ის პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თუ ტრამპის შუამავლობით მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყება, ის პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს. საუბარია კურსკის ოლქის იმ ადგილებზე, რომელიც უკრაინამ დაიკავა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ამერიკელების გარეშე, მხოლოდ ევროპელების მიერ გაცემული უსაფრთხოების გარანტიები რეალური არ არის. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა The Guardian-თან გააკეთა.

"არის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე, და ყოველთვის ვამბობ, რომ არა. ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა.

მათ, ვინც უკრაინის გადარჩენაში გვეხმარება, შანსი ექნებათ, მოახდინონ მისი რესტავრაცია, თავისი ბიზნესებით, უკრაინულ ბიზნესებთან ერთად. ამ ყველაფერზე მზად ვართ, დეტალურად ვისაუბროთ.

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდები შეერთებულ შტატებში შეხვედრების თარიღსა და გეგმას შეათანხმებენ; როგორც კი შეთანხმდება, მზად ვართ, მზად ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები