21 ივნისი 2026,   16:10
ვრცლად
საჰაერო განგაში ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დედაქალაქში ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო ჩაირთო

საჰაერო განგაში ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დედაქალაქში ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 127 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

ამ კვირაში უკრაინას შტატებიდან ტრამპის გუნდი ეწვევა. სავარაუდოდ ამავე კვირაში შედგება ტრამპისა და ზელენსკის დისტანციური საუბარიც.

საერთაშორისო მედია "ტელეგრაფი" კი იტყობინება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა დროებით შეაჩერა, რადგან ჯერ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების აზრი გაიგოს.

დღის ამბები