22 ივნისი 2026,   07:04
ვრცლად
"უმნიშვნელოვანესია, ტრამპმა ჯერ ჩვენთან გამართოს შეხვედრა, ხოლო შემდეგ პუტინთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დიალოგი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე" - ზელენსკი

"რუსეთის მიერ დაპყრობილია ჩვენი წიაღის 20%-ზე ნაკლები. გაცილებით ნაკლები. და სწორედ ამაზე ვლაპარაკობ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება პუტინის შესაჩერებლად და ყველაფრის დასაცავად, რაც გვაქვს, მათ შორის - ძალიან მდიდარი დნეპროს რეგიონისა, მდიდარი ცენტრალური უკრაინის დასაცავად," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესში, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველ რიგში, უკრაინის მხარეს შეხვდეს.

მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით: "ეს არის გამარჯვების გეგმა". რატომ გამარჯვება? რადგან ეს არის გამარჯვება ყველასთვის. ჩვენ დავიცავთ ამ ტრილიონებს. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს მოიპოვოს მინერალები, რომლებიც შემდგომში გამოყენებული იქნება ბოროტების სამი ღერძის ქვეყნებისთვის ტექნოლოგიების დასამზადებლად.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესია, რომ ტრამპმა ჯერ ჩვენთან გამართოს შეხვედრა, ხოლო შემდეგ პუტინთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დიალოგი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები