29 აგვისტო 2026,   05:25
ვრცლად
ვითხოვთ, რომ ქვეყანა ნეგატიური გავლენებისგან იყოს დაცული და იყოს გამჭვირვალე - დავით მათიკაშვილი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე

პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება "ქართული ოცნების" დაანონსებული კანონები. სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ ერთი-ერთში გადმოაქვს ამერიკული "ფარა" და მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელი.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ერთი მხრივ გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ, მეორე მხრივ კი დეზინფორმაციის წინააღმდეგ გადადგამენ ნაბიჯებს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც აშშ წლების განმავლობაში დაიცვა უცხოური გავლენებისგან. ამავდროულად, ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც საშუალება მისცა მთელს მსოფლიოს ენახა თუ ვინ ცდილობს აშშ-ში კონკრეტული გავლენის მოსაპოვებლად ძალიან დიდი თანხების დახარჯვას. ზუსტად ანალოგიურს ვითხოვთ ჩვენ საქართველოში. ვითხოვთ, რომ ქვეყანა ნეგატიური გავლენებისგან იყოს დაცული და იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივებში რადიკალურად განსხვავებულ მოტივაციას ხედავს და ასლის გადმოტანის შემთხვევაშიც, კანონებს რეპრესიულს უწოდებს.

დღის ამბები