ლოს ანჯელესში გრემის 67-ე დაჯილდოება გაიმართა. ბიონსე ისტორიაში პირველი აფრო-ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც საუკეთესო ქანთრი ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.
ბიონსე გრემის ისტორიაში ყველაზე ბევრჯერ ნომინირებული მომღერალია- საერთო ჯამში პოპ შემსრულებელი გრემიზე 99-ჯერ არის ნომინირებული. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას საუკეთესო ალბომის კატეგორიაში არასდროს გაუმარჯვია. ამ კატეგორიაში წელს ბიონსეს კონკურენციას საბრინა კარპენტერი, ბილი აილიში, ჯეიკობ კოლიერი, ჩაპელ რონი, ტეილორ სვიფტი და სხვები უწევდნენ.
27 წლის შემდეგ, პირველად გრემის ნომინანტთა სიაში აღმოჩნდნენ "ბიტლზებიც" და საუკეთესო როკ პერფორმანსისთვის გაიმარჯვეს კიდეც. სიმღერამ now and then ლეგენდარულ ჯგუფს გრემიზე მერვე გამარჯვება მოუტანა.
რაც შეეხება ნომინაციას, საუკეთესო პოპ დუეტი-ფავორიტები ლედი გაგა და ბრუნო მარსი აღმოჩნდნენ- სიმღერით: die with a smile.