21 ივნისი 2026,   19:46
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება.

"ჰამასის" თქმით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ქალაქ ტულ-კარმში დაჯგუფების 2 პალესტინელი მებრძოლი დაიღუპა.

ისრაელმა ყურადღება ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე გადაიტანა შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტიდან.

ქალაქში თვითმხილველების განცხადებით, გრძელდება ისრაელის რეიდები, თუმცა სამხედროების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

პარალელურად, ოპერაციები გრძელდება ჩრდილოეთით ჯენინშიც, ასობით ისრაელის ჯარისკაცის მიერ ჯავშანტექნიკის, დრონებისა და ვერტმფრენების მეშვეობით.

რაც შეეხება მძევლების გათავისუფლების საკითხს, ისრაელმა დაადასტურა "ჰამასის" სიის მიღება, რომელშიც ნაჩვენებია 25 ცოცხალი მძევალი იმ 33 მძევლიდან რომლის გათავისუფლებაა დაგეგმილი. ინფორმაცია ჟურნალისტებთან ვიდეობრიფინგში ისრაელის მთავრობის სპიკერმა, დევიდ მენსერმა გაავრცელა.

ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისთვის ვაშინგტონში გამგზავრებას აპირებს. - ინფორმაციას "Axios-ი" ისრაელისა და აშშ-ის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

დღის ამბები