14 აგვისტო 2026,   20:50
ვრცლად
საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია

მერი ბიბილური ერთი-ერთია იმ პაციენტებს შორის, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართა და პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრაც ჩაიტარა. გადაწყვეტილება მედიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ამბობს, რომ დაავადებების პრევენციის მიზნით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაა. სამედიცინო მომსახურებით ასევე ისარგებლა თეა ბურჯალიანმაც.

პაპილომავირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომლის ზოგიერთი ტიპი სასქესო ორგანოების დაავადებასაც იწვევს. ასეთია, მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. მედიკოსები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვაქცინაციის ჩატარება ინფექციის რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია. იმუნიზაცია ასაკობრივი ჯგუფებისთვის უფასოა და სერვისით სარგებლობა სამედიცინო დაწესებულებშია შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაცია გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით შეუძლიათ.

საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების სიაში შედის.

დღის ამბები