უკრაინის იერიშის სამიზნე, რუსეთში, რიაზანის ოლქი გახდა. 15 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების შედეგად, ცეცხლი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა.
უცხოური მედიის ცნობით, ეს კიევის მხრიდან რუსეთის რეგიონზე, წლის ყველაზე მასიური თავდასხმა იყო, მათ შორის, მოსკოვზეც.
კიევში კი, რუსეთის თავდასხმას სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დედაქალაქის მახლობლად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.