22 ივნისი 2026,   17:01
ვრცლად
"კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, შემცირებულ გადასახადებსა და მეტ სარგებელს ვაჭრობიდან" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კვლავ კანადაზე საუბრობს და ამბობს, რომ ისურვებდა, კანადა აშშ-ის 51-ე შტატი იყოს. ტრამპის განცხადებით, ამერიკის შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში, კანადის მოსახლეობა სამედიცინო დაზღვევასა და შემცირებულ გადასახადებს მიიღებდა.

ტრამპი ასევე საუბრობს ბრიტანეთთან და კანადასთან ვაჭრობის საკითხზე და მას ცუდი მენეჯმენტის ნათელ მაგალითად მოიხსენიებს.

"მე კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, საგრძნობლად შემცირებულ გადასახადებს და გაცილებით მეტ სარგებელს ვაჭრობიდან, თუ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი იქნება. გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებები ცუდი მენეჯმენტის მაგალითია, ვინაიდან აშშ კანადას 200 მილიონ დოლარს უხდის. ახალი ტარიფები აშშ-ს მდიდარ ქვეყნად აქცევს, რადგან სიტყვა "ტარიფი" ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სიტყვაა მსოფლიოში, ის არის დაბალანსებული ვაჭრობის გასაღები", - აცხადებს ტრამპი.

დღის ამბები