29 აგვისტო 2026,   02:11
ვრცლად
სვიმონ ჯანგულაშვილი: გინების "სიმღერები" და გვარამიას საქციელები - ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური "სახალხო" პროტესტის მარგინალიზების და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლის

"ნაციონალური მოძრაობა" ვიდრე არ მოშორდება ქართულ პოლიტიკას, მედიას და საზოგადოებას, მანამდე ჩვენ ვიქნებით პოლიტიკურ ჩიხში..." - წერს საზოგადოება "ქართულის" თანადამფუძნებელი დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

"ნაცებში მარტო ძველ ნაცებს არ ვგულისხმობ. გუბაზ სანიკიძის შვილი და ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძის ახალგაზრდა მუწუკ ნაცებსაც ვგულისხმობ.

ყველას, ვინც ამ პარტიების წევრია, უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან და მედიასთან შეხება.

დაკავდნენ კერძო ბიზნესით, გახსნან სასტუმროები და რესტორნები და უმასპინძლონ ერთმანეთს - 700 ათასი ადამიანი არაა პატარა ბაზარი. უფურთხონ ერთმანეთს და იყვნენ.

ის გინების "სიმღერები" და ეს გვარამიას საქციელები - ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური "სახალხო" პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა..."- წერს ჯანგულაშვილი

დღის ამბები