22 ივნისი 2026,   14:16
ვრცლად
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო სრულად დაიკავეს - უკრაინული მედია

დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სრულად დაიკავეს, - ინფორმაციას, პროექტ "დიფსთეითზე" დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.

"კურახოვო მტრის მიერაა ოკუპირებული. ასევე, მან წინ წაიწია ანდრეევკის, სოლონოვოსა და ნოვოსილკის სიახლოვეს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემების თანახმად, 24 საათის განმავლობაში, 200-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.

დღის ამბები