22 ივნისი 2026,   08:51
ვრცლად
მალაიზია 10 წლის წინ დაკარგული სამგზავრო თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებს განაახლებს

მალაიზიის ხელისუფლების განცხადებით, 10 წლის წინ დაკარგული სამგზავრო თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები განახლდება. აღნიშნული თვითმფრინავის დაკარგვა, ავიაციის ისტორიაში ყველაზე ამოუცნობ ფაქტად რჩება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Malaysia Airlines რეისი MH370-ი 2014 წლის მარტში გაქრა. თვითმფრინავი რეისს კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა და ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, Boeing 777-ის ნარჩენების პოვნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ბორტზე მყოფთა ასობით ოჯახი ტრაგედიისგან კვლავ იტანჯება.

პარასკევს, მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა, ენტონი ლოუკმა განაცხადა, რომ აშშ-ს საზღვაო საძიებო კომპანია Ocean Infinity-სთან, თვითმფრინავის მოსაძებნად, 70 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება გააფორმეს.

დღის ამბები