ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი შენდება. 150 ადამიანზე გათვლილ დარბაზში დამონტაჟდება, ლითონის კონსტრუქციის ტრიბუნები, მოეწყობა საშხაპეები, სველი წერტილები, განთავსდება ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.
შენობა აღიჭურვება გათბობა-გაგრილების სისტემით და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
პროექტის ბიუჯეტი მილიონ 816 000 ლარია.