22 ივნისი 2026,   08:51
ვრცლად
არგენტინაში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 2 პილოტი

კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, არგენტინაში 2 პილოტი დაიღუპა. ინციდენტი სან ფერნანდოში მოხდა. თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ურუგვაიდან მოფრინავდა და ბუენოს-აირესთან კონტროლი დაკარგა. ჩამოვარდნის დროს საჰაერო ხომალდი საცხოვრებელ სახლებს შეეჯახა. გაჩნდა ხანძარი. დაზიანებულია მანქანებიც.

მაშველების მოსვლამდე, ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა.

დღის ამბები