22 ივნისი 2026,   14:12
ვრცლად
მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი დაიღუპა

მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა და დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.

შეგახსენებთ გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად.

გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

დღის ამბები