აქციის დროს რუსთაველის გამზირზე კუბოს დაწვის ფაქტს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ეხმაურება.
სასულიერო პირი მომხდარ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.
"სამწუხაროა, როდესაც ასეთი რამ ხდება. უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, უფრო სასიკეთოდ და ლამაზად შეიძლება გააკეთონ რამე. გვერდზე არის ნაძვის ხე, აქეთ არის კუბო. ისედაც რამდენი ტრაგედიაა ირგვლივ, როგორი უბედურება ხდება ირგვლივ და ამ დროს კუბოთი პერფორმანსი ძალიან რთული სანახავია. ქრისტიანობა გეუბნება ადამიანის სიყვარულს, სხვა არაფერს. იმ სიყვარულში ის ადამიანიმ ვისაც შენ რამეს უსურვებ და ვისაც შენ ნახევარ საქართველოს თუ მეტს დებ კუბოში, იმათი სიცოცხლეში მოყვანა ქრისტეს სიყვარულით მოხდა. ადამიანის ლანძღვა და გინება არ შეიძლება ორივე მხრიდან", - ამბობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.