29 აგვისტო 2026,   01:53
ვრცლად
ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ვიქტორ კუპრაძის, სუხიშვილის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, სამგორის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ლადო კოტეტიშვილის, გახოკიძის, თაყაიშვილის, მაისურაძის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის, კალანდაძის და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები