ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ინფორმაციას რობერტა მეცოლა X-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
"ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი. ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული", - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.