22 ივნისი 2026,   15:56
ვრცლად
CNN: ტრამპის წარმომადგენელს, კიტ კელოგს უკრაინაში ომის დასასრულებლად აქვს გეგმა, რომელიც შესაძლოა, პუტინს მოეწონოს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, კიტ კელოგს უკრაინაში ომის დასასრულებლად აქვს გეგმა, რომელიც შესაძლოა, პუტინს მოეწონოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, კიტ კელოგს, რომლის დანიშვნასაც დონალდ ტრამპი უკრაინასა და რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად გეგმავს, უკვე აქვს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის გეგმა და აშშ მზად არის, მოუხსნას სანქციები რუსეთს, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ.

CNN-ის მიხედვით, აშშ-მა თავდაპირველად, შესაძლოა, ჯერ სანქციების შემსუბუქება, ფრონტის ხაზთან კონფლიქტის გაყინვა და უკრაინაში დემილიტარიზებული ზონის შექმნა შესთავაზოს მოსკოვს. თუკი რუსეთი ვამშვიდო შეთანხმებას მოაწერს ხელს, შემდეგ სანქციები, შესაძლოა, საერთოდ გაუუქმოს, რუსულ ენერგომატარებლების ექსპორტზე დაწესებული ტარიფები კი უკრაინის აღსადგენად დაფინანსების შესაძლებლობას შექმნის.

მედიის ცნობით, კელოგის გეგმა არ ითვალისწინებს უკრაინის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე უარის თქმას, თუმცა მათი დაბრუნება მხოლოდ დიპლომატიური გზით მოხდება. უკრაინამ უნდა აღიაროს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მომავალში დიპლომატიურ გარღვევას მოითხოვს, რომელიც, სავარაუდოდ, მოხდება მას შემდეგ, რაც პუტინი დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას.

დღის ამბები