28 აგვისტო 2026,   11:36
ვრცლად
იტალიის აეროპორტებში დაგეგმილი გაფიცვის გამო, Turkish Airlines-მა რამდენიმე ფრენა გააუქმა

იტალიის აეროპორტებში გამოცხადებული გაფიცვის გამო, Turkish Airlines-მა რომის, მილანისა და ბოლონიის მიმართულებებით დაგეგმილი ფრენები გააუქმა.

29 ნოემბერს, იტალიაში აეროპორტების მომსახურე პერსონალის გაფიცვაა დაგეგმილი, რასაც არაერთი ფრენის გაუქმება მოჰყვა.

Turkish Airlines-ის გაუქმებული რეისებია:

TK 1873 სტამბოლი-მილანი
TK 1874 მილანი-სტამბოლი
TK 1865 სტამბოლი-რომი
TK 1866 რომი-სტამბოლი
TK 1323 სტამბოლი-ბოლონია
TK 1324 ბოლონია-სტამბოლი

დღის ამბები