რუსთავში, მოსახლეობასთან შეთანხმებით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, ამჯერად მე-14 მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა.
პარალელურად, მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის და შიდა გზის რეაბილიტაციაც. პროექტით, მულტიფუნქციური სივრცის-საფეხმავლო ბილიკების, მწვანე ზონების, საბავშვო მოედნის, ფანჩატურების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხის მოწყობაა გათვალისწინებული.
მოსახლეობის თხოვნით, ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, ორი სხვადასხვა პროექტი შეიქმნა და უპირატესობა იმ პროექტს მიენიჭა, რომელიც მოსახლეობამ თავად აარჩია.