19 აგვისტო 2026,   06:58
ვრცლად
ოთარ შამუგია აბაშაში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აბაშაში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო.

თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - სოფლის განვითარების სააგენტო მეორე წელია ახორციელებს. პროგრამას 96 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილ თხილის კადასტრში 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.

აღნიშნული პროგრამით, ფერმერებმა მიმდინარე წელს უკვე მიიღეს, დაახლოებით, 21 მლნ. ლარის მიზნობრივი დახმარება. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაქირავებულმა აგროკონსულტანტებმა 600-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარეს.

სპეციალისტებმა ფერმერებს დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სამუშაო ჯგუფის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო.

დღის ამბები