07 სექტემბერი 2026,   15:37
ვრცლად
თბილისის მერია, აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ "გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები