07 სექტემბერი 2026,   23:00
ვრცლად
თევზაძეს თავის პარტიაშიც კი არავინ უსმენს, დიდად არ მაინტერესებს მისი სიტყვები, შეიძლება, გუშინ დალია ბევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ნიკა გვარამიას პარტიის წევრი თენგო თევზაძე აცხადებს, რომ ანა წითლიძის და იაგო ხვიჩიას ამოცანა ოპოზიციურ პარტიებში განხეთქილების შემოტანაა.

მისი ვარაუდით, "გირჩი" და "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციასაც შექმნიან. მანამდე ანა წითლიძემ პარტია ახალი და ნიკა გვარამია მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ გვარამიამ პარტიის კაპიტალიზება სააკაშვილის რესურსზე მოახდინა.

თევზაძის განცხადებას გამოეხმაურა პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი. ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება უკანასკნელი ფიქრია, რაც შეიძლება მას თავში მოსვლოდა.

"თევზაძეს თავის პარტიაშიც კი არავინ უსმენს, მით უმეტეს, მე დიდად არ მაინტერესებს მისი სიტყვები. შეიძლება, გუშინ დალია ბევრი. სხვა ახსნა არ მაქვს იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობასთან" კოალიცია ბოლო რამ არის, რაც უნდა მომსვლოდა თავში.

თენგო თევზაძე ზუსტად იმ პარტიაში, რომლის სახელშიც "გირჩი" ფიგურირებს და რომელთანაც არ გვინდა რამე საერთო გვქონდეს იმდენად, არაადეკვატური ხალხია ამ პარტიაში შეკრებილნი. ამისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელი შეგვეცვალა", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები