08 სექტემბერი 2026,   00:35
ვრცლად
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებით შოკირებულია, მაგრამ მკაცრი რეფორმების გატარებას გააგრძელებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცის განცხადებით, "ღრმად შოკირებულია" "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წინააღმდეგ მისი პარტიის დამარცხებით, თუმცა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მკაცრი რეფორმების გატარებას და ამავდროულად შეეცდება საზოგადოებას უკეთ აუხსნას მათი ხასიათი. ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.

"ეს არის არჩევნებში ყველაზე დიდი მარცხი, რაც კი CDU-მ განიცადა ბოლო წლების, ათწლეულების განმავლობაში. ბუნებრივია, ამას შედეგები მოჰყვება", - განაცხადა მერცმა.

მერცმა აღიარა, რომ მისი პარტიის დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირადად მისი დაბალი რეიტინგიც იყო.

"ვიცი, რომ პირადად მე ამ საარჩევნო კამპანიის განხილვის მუდმივი თემა ვიყავი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მათ შორის პირადად მეც, უფრო ეფექტურად მივაწვდინოთ ხმა ხალხს, მათ შორის, მათი ემოციების სრული სპექტრის გათვალისწინებით", - აღნიშნა მერცმა.

ამასთან, მერცმა განმარტა, რომ რეფორმების გზის გაგრძელებას აპირებს და მისი ეს პოზიცია ურყევია.

"რეფორმების გზის გაგრძელების ჩემი გადაწყვეტილება ურყევია. ეს ნაბიჯი აუცილებელია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის", - განაცხადა მერცმა.

მედიის ცნობით, მერცის პარტიამ CDU-მ, ხმების მხოლოდ 17 პროცენტი მოიპოვა, მაშინ როცა "ალტერნატივამ გერმანიისთვის" (AfD) თითქმის 44 პროცენტი მიიღო.

AfD-ის თანათავმჯდომარემ ალის ვაიდელმა მწვავედ გააკრიტიკა მერცი და აღნიშნა, რომ "მისი წინამორბედი არცერთი კანცლერი არ ყოფილა ისეთი არაპოპულარული, როგორც ფრიდრიხ მერცია" და მას გერმანიისთვის "დიდი ტვირთი" უწოდა.

დღის ამბები