თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი მდგრადობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, გაუჩინარებულ პირთა ბედის და ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის თვალსაზრისით.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის მიმდინარეობა, განხორციელებული საქმიანობა, აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები.