ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თანამშრომლებს იუბილე მიულოცა.
თანამშრომლები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წელს დაარსდა. უწყება 13 სტრუქტურულ ერთეულ და 2 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აერთიანებს. სამსახურის ძირითადი ფუნქცია არის უმაღლესი თანამდებობის პირების, კრიტიკული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტებისა და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის პირველი პირების დაცვა.