საჰაერო განგაშია ამ წუთებში გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე - აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
იერიში იყო ხარკოვზე; რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არიან დაღუპულები. ოკუპანტებმა შეუტიეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა 2 სამოქალაქო პირი.
იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინას აქვს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშის უფლება. თუმცა ნატო-ს გენმდივანი ეწინააღმდეგება პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ალიანსის პოზიცია, რომ ის ომში პირდაპირ არ ჩაერთვება.