ყველაზე ეკომეგობრული - ასე ჰქვია "მშრალი კუდების სანაყროს" მოწყობის პროექტს, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოში პირველად ინერგება.
ევროპისა და აზიის ქვეყნებში ის წლებია ხორციელდება და საკმაოდ ეფექტურად. პროექტის შედეგად, უკვე მოხერხდა 70 ჰექტრამდე ტყის ფონდის გადარჩენა, რომელსაც განადგურება ემუქრებოდა. პროექტის საჯარო განხილვა კაზრეთში გაიმართა, რომელსაც საყდრისის კომიტეტის აქტივისტებიც ესწრებოდნენ.