20 აგვისტო 2026,   20:45
ვრცლად
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ მოხეში, სახელმწიფო ტყეში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, სახელმწიფო ტყეში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო, სოფელში მდებარე ჩანჩქერების კასკადს კი ახალი საფეხმავლო ბილიკი დაემატა.

მიმდინარე წელს, დაგეგმილია კიდევ ორი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურული პროექტისა და ერთი საზაფხულო ბანაკის მოწყობა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრია.

ახალი სივრცე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

დღის ამბები