24 ივნისი 2026,   12:16
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით იერიშის გამო, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით იერიშის გამო ჩაირთო.

ღამით, საჰაერო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა კიევის ოლქში, ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტში. აფეთქებები იყო ოდესაშიც. რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა ხმელენცკის ოლქში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ფრონტზე სულ 73 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, შტატები მათი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არა, თუმცა საზღვართან ახლოს გამოყენების უფლებას იძლევა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, საფრანგეთი უკრაინას "მირაჟ 2000" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს და უკრაინელ პილოტებსაც გადაამზადებს.

დღის ამბები