24 ივნისი 2026,   16:56
ვრცლად
რეკორდული, 16 საათიანი საჰაერო განგაში ხარკოვში - რუსეთი უკრაინის ქალაქებს "შაჰედის" დრონებით უტევს

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში "შაჰედის" დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო.

ხარკოვში რეკორდული, ყველაზე ხანგრძლივი საჰაერო განგაში დაფიქსირდა, რომელიც 16 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, შემდეგ იყო იერიში და აფეთქებების შედეგად გაჩნდა ხანძარიც.

აფეთქებები დაფიქსირდა პოლტავაშიც, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 114 შეტაკება მოხდა.

გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას განიხილავენ, რადგან უკრაინამ შტატებს ნატო-სა და სხვა ქვეყნებს სთხოვა დაეხმარონ ფრონტის ხაზთან ახლოს 150 ათასი ჯარისკაცის მომზადებაში.

ევროკავშირის ინიციატივას, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, "დიდი შვიდეული" მხარს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაუჭერს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

დღის ამბები