10 სექტემბერი 2026,   23:55
ვრცლად
თელავისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი პროტესტს უერთდება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ უერთდებიან ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტს და მხარდაჭერას უცხადებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს. მათივე თქმით, მათი არჩევანი ევროპაა და არ სურთ, ქვეყანამ კურსი შეიცვალოს. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს კანონი.

სტუდენტების ნაწილის გაფიცვა გრძელდება ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტშიც. გაფიცულები დღეს მარშს გამართავენ და კანონპროექტს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. პროტესტს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე ლექტორიც შეუერთდა. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ ეთანხმებიან სტუდენტების მოთხოვნას. წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გუშინ გაიფიცა- მათ აუდიტორიებში შესვლაზე უარი განაცხადეს.

 

დღის ამბები