10 სექტემბერი 2026,   16:46
ვრცლად
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია უკვე 6 საათია გრძელდება - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია უკვე 6 საათია გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე კი 5 საათზე ნაკლები რჩება. პარლამენტთან ვითარება უცვლელია. აქციის მონაწილეები 2 ჯგუფად არიან დაყოფილები, ერთი ნაწილი - პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, ნაწილი კი - პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

სიტყვით გამოსვლები უკვე რამდენიმე საათია დასრულდა. ამ ეტაპზე, მოქალაქეებს სხვადასხვა შემსრულებლის სიმღერები აქვთ ჩართული.

მათი გეგმები უცვლელია - მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის გათენებას აპირებენ, ვინაიდან ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი და ეცდებიან, სხდომის ჩატარებას ხელი შეუშალონ.

 

 

დღის ამბები