ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის აქტივისტ, თორნიკე რაზმაძის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კანონით გათვალისწინებული პროცესია.
ფოჩხუას თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გინება ან მისი აუგად მოხსენიება დასჯადია და რაზმაძე ამას თავადაც აცნობიერებს, თუმცა საკუთარი მხარდამჭერებისთვის საკითხის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს.
„უმსგავსოებას როცა ამბობ ან აკეთებ, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ პასუხი აგო. ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას. კლავიატურის ლომები არიან, იმის იქით კი მშიშარა, მანიპულატორი კურდღლები.“ - წერს ფოჩხუა.