22 ნოემბერი 2026,   14:58
ვრცლად
აფეთქების შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ - ფონიჭალაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ზემო ფონიჭალაში მდებარე ტაძარში, დილიდან მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.

19 ნოემბერს, კორპუსის აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე - დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების შენობებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებზე.

 

დღის ამბები