22 ნოემბერი 2026,   12:28
ვრცლად
კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ

დღეს ტრაგედიის მეოთხე დღეა - უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დილიდან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები დაღუპულებს იხსენებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები.

გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. 143 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული. 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილიდან გახდა.

კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს. 

"იყო შესაბამისი სამსახური შესული, სანამ მოქალაქეებს ვეტყოდით და ავუხსნიდით, რომ შებრძანებულიყვნენ და საფრთხე არ იყო. არსებობს დასკვნა და იმის საფუძველზე ჩვენ ისინი შევიყვანეთ, შუქიც აქვთ, აქვთ გაზი, მიეწოდებათ წყალი. არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, რა თქმა უნდა, ამ ჩანაცვლების პროგრამაში თვითონ 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ყველანაირად", - აცხადებს თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი დაშავდა.

 

დღის ამბები