მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
19 ნოემბერს, კორპუსის აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე - დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების შენობებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებზე.