22 ნოემბერი 2026,   12:58
ვრცლად
გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ან სრულად შეწყვეტას უჭერს მხარს - კვლევა

გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ან სრულად შეწყვეტას უჭერს მხარს, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt am Sonntag-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები მოწმობს.

ინსტიტუტ YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 25 პროცენტი კიევისთვის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის სრულად შეჩერებას ითხოვს, 24 პროცენტი კი - მის შემცირებას.

"გერმანია მილიარდობით ევროთი უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა მოსახლეობა ამ საკითხზე ორად არის გაყოფილი.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) დახმარების შემცირებას ან სრულ შეჩერებას ემხრობა.

YouGov-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტის მიერ გაზეთ "Welt am Sonntag"-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგის თანახმად, ყოველი ოთხი გამოკითხულიდან ერთი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინის მხარდაჭერა ფინანსური რესურსებით, იარაღითა და ჰუმანიტარული დახმარებით "უნდა შეწყდეს".

დღის ამბები