10 სექტემბერი 2026,   21:11
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოფია ზარანდიას შეურაცხყოფისთვის თამარ შანავა 1 500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება.
დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა გელა ხეთერელის საქმე, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა მერაბ გოლოშვილს. პროცესი 22 სექტემბრისთვის გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი იმსჯელა თამარ შანავას საქმეზე, რომელმაც შეურაცხყოფა სოფია ზარანდიას მიაყენა, შანავა 1500 ლარით დაჯარიმდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ერთ-ერთი იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელიც მიემართებოდა ქალბატონ სოფიო ზარანდიას მიემართებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
აღნიშნული განხორციელდა ქალბატონ თამარ შანავას მიერ და სწორედ აღნიშნულ პიროვნებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევას.
მოცემულ შემთხვევაში თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება ხსენებულ ფაქტზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელი სახედ განესაზღვრა 1 500 ლარი ჯარიმა", - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ანა კაკიაშვილი.

დღის ამბები