12 სექტემბერი 2026,   18:36
ვრცლად
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ მოქმედებდა და საელჩოს თანამშრომლებსა და უსაფრთხოების სისტემებზე ინფორმაციას აგროვებდა.

რუსული მხარის მტკიცებით, მოპოვებული მონაცემები ბრიტანელი დიპლომატების წინააღმდეგ დივერსიების დასაგეგმად გამოიყენებოდა.

დღის ამბები