25 ივნისი 2026,   19:07
ვრცლად
ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, ესპირიტუ-სანტსას შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან. როგორც Deutsche Welle წერს, წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული. სტიქიის გამო, საჭირო გახდა 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, განადგურებულია 270-ზე მეტი სახლი.

 

დღის ამბები